მასკი Starlink-ის აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს

მასკი Starlink-ის აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს

Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი გეგმავს თავისი ერთ-ერთი კომპანია Starlink-ის აქციების საჯაროდ პირველად განთავსებას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გასულ წელს, მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო მის მიერ დაარსებული SpaceX-ისთვისაც. ცნობისთვის, Starlink-ი SpaceX-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს.

SpaceX-ის გეგმაა, რომ Starlink-მა 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბურად შესთავაზოს ინტერნეტზე წვდომას.

Starlink-ის აქციების საჯაროდ პირველად განთავსების გეგმების შესახებ კი წლის დასაწყისში თავად კომპანიის პრეზიდენტმაც განაცხადა. ზუსტად როდის იგეგმება Starlink-ის IPO ჯერ უცნობია.