გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta თანამშრომლების რაოდენობას დამატებით 1,000-ით ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მარკ ცუკერბერგმა უკვე მიიღო 11,000 თანამშრომლის, ანუ სამუშაო ძალის 13%-ის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა ხარჯების სათანადოდ შესამცირებლად.
Meta-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინვესტორთათვის მოსალოდნელი იყო, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიის კვარტალური ხარჯები თითქმის 20%-ით, 22 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი, რაც Meta-ს არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
გასულ წელს კომპანია Meta მსოფლიო მასშტაბით 87,000 თანამშრომელს ასაქმებდა, მომდევნო თვეებში კი მათი რაოდენობა 75,000-მდე შემცირდება.