Microsoft-ი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

Microsoft-ი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

Microsoft-ი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. როგორც BBC წერს, შეტევა  ჩინელი კიბერჯაშუშების ჯგუფმა კომპანიის ელექტრონული ფოსტის სერვერზე განახორციელა. ტექნოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერები ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელიც „მაღალკვალიფიციური და დახვეწილი მეთოდებით მოქმედებდა“.

როგორც BBC წერს, ჰაკერებმა კომპანიის სისუსტეები შეისწავლეს და შეტევა ძირითადად ელექტრონული ფოსტის ინბოქსში შემავალ შეტყობინებებზე სპამების გაშვებით განახორციელეს. თავდასხმის ძირითადი სამიზნე პოლიტიკის კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინბოქსები გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს მერვე შემთხვევაა, როდესაც Microsoft-მა საჯაროდ გამოაქვეყნა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი იმ ჯგუფების სია, რომლებიც მსგავი ტიპის კიბერშეტევებს ახორციელებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებული პროგრამული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Facebook-ისა და Twitter-ისგან განსხვავებით, Microsoft-ის სოციალური პლატფორმა LinkedIn-ი კვლავ ხელმისაწვდომია ჩინეთში. უფრო მეტიც, Microsoft-ს ამ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრიც აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *