Microsoft-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, Windows-ის ახალი ვერსია დაანონსა. თუმცა, არავინ ელოდა, რომ მას Windows 10-ს დააქრმევდნენ. Microsoft-ის მტკიცებით, ახალი ვერსია იმდენად უკეთესია Windows 8-ზე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გაუმჯობესება სახელშიც უნდა ასახულიყო – Windows 9 გამოტოვეს და პირდაპირ Windows 10 დაარქვეს.
Forbes.com-ის კონტრიბუტორის, გორდონ კელის შეფასებით, „ნახტომი“ მართლაც შთამბეჭდავია და ის რამდენიმე საყურადღებო გაუმჯობესებას აღნიშნავს. მაგალითად:
1. ვინდოუსის ახალი ოპერაციული სისტემა უნივერსალურია და ყველა სახის მოწყობილობაზეა გათვლილი (დესკტოპი, ლეპტოპი, ტაბლეტი, ფაბლეტი და სმარტფონი) და მისი გადმოწერა/დაინსტალირება ბევრად გაადვილებულია.
2. Start Menu ბრუნდება და ის, დამატებით, ინტერნეტში ძიების ფუნქციასაც შეიძენს.
3. ახალი ვირტუალური დესკტოპების საშუალებით მომხმარებელი უფრო ადვილად მოახერხებს პროგრამებში ორიენტირებას.
4. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა კონკრეტული მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი.
ჯერჯერობით კიდევ ბევრი დეტალია უცნობი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Microsoft-მა გაითვალისწინა წინა ვერსიით უკმაყოფილო მომხმარებლების ყველა ძირითადი შენიშვნა და Windows 10-ის სახით ძალიან ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს.