მიხაილ ფრიდმანმა Holland&Barrett 1,8 მილიარდ ევროდ შეიძინა

მიხაილ ფრიდმანმა Holland&Barrett 1,8 მილიარდ ევროდ შეიძინა

ევროპის ჯანსაღი საკვების სუპემარკეტების უმსხვილესი ქსელი საინვესტიციო ფონდმა L1 Retail შეისყიდა, რომელიც რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის საკუთრებაა. გარიგების ღირებულება 1,8 მილიარდი ევროა.

“Holland & Barrett ბრიტანეთის ბაზარზე უპირობო ლოდერია ჯანმრთელობისა და ველნეს საცალო ბაზარზე. კომპანიას 10 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ევროპის არაერთ ქვეყანაში”, – განაცხადა ფონდის პარტნიორმა სტეფან დუჩარმემ.

Holland & Barrett 1870 წელს დაარსდა და მას დღეს მსოფლიოში 1150-მდე ქსელი აქვს. გასულ წელს, კომპანიის შემოსავლებმა 610 მილიონი ევრო შეადგინა.

მიხაილ ფრიდმანის ქონება Forbes-ს 14,4 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული და ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია. 2013 წელს მისმა კომპანიამ TNK-BP-ის წილის გაყიდვით 14 მილიარდი დოლარი მიიღო.

მიხაილ ფრიდმანისთვის ეს პირველი საცალო სავაჭრო ბიზნესია. ფრიდმანს 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული Uber-ში. Carlyle Group-ს, რომელიც Holland & Barrett-ის მფლობელი 7 წლის წინ გახდა, კომპანიის გაყიდვა Nature’s Bounty-სთან ერთად სურდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.