მილიარდერები, რომლებმაც გასულ კვირას ყველაზე მეტი "გამოიმუშავეს“

მილიარდერები, რომლებმაც გასულ კვირას ყველაზე მეტი "გამოიმუშავეს“

Forbes-ი აგრძელებს იმ მილიარდერების გამოვლენას, რომელთაც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტით გაზარდეს ქონება. გასულ კვირას ათი ყველაზე მოგებული ინვესტორისა და მეწარმის ათეულის სათავეში Louis Vuitton Moët Hennessy-ს მფლობელი ბერნარ არნოა.

გასული კვირის განმავლობაში არნოს ქონება $8.1 მილიარდით გაიზარდა და გადააჭარბა $100 მილიარდს. რეიტინგში მას მოჰყვება Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ის ხელმძღვანელი ამანსიო ორტეგა, რომელმაც $4.9 მილიარდი შემატა თავის ქონებას. სამეულს ასრულებს ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი $3.9 მილიარდი დოლარით.

მათ მოჰყვებათ Kering-ის მფლობელი ფრანსუა პინო, L’Oreal-ის თანადამფუძნებელი ფრანსუაზა მაიერს-ბეტანკური, Uniqlo-ს დამფუძნებელი ტადასი იანაი და Keyence-ის დამფუძნებელი ტაკემიცუ ტაკიძაკი. ათეულში ასევე შედის კარლოს სლიმიც.

საერთო ჯამში, ათმა მილიარდერმა ერთად გასულ კვირას $33.6 მილიარდი გამოიმუშავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.