მისურის სასამართლომ Johnson&Johnson-ს $2 მილიარდიანი კომპენსაცია დააკისრა

მისურის სასამართლომ Johnson&Johnson-ს $2 მილიარდიანი კომპენსაცია დააკისრა

მისურის შტატის სააპელაციო სასამართლომ Johnson&Johnson-ს $2 მილიარდიანი კომპენსაცია დააკისრა იმ ქალების სასარგებლოდ, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ ბრენდის ტალკის მოხმარების გამო საკვერცხის კიბოთი დაავადდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, Johnson&Johnson-მა ცნობილი საბავშვო პუდრი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვებიდან ამოიღო. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, კომპანია მისურის უმაღლესი სასამართლოს ვერდიქტს კატეგორიულად არ ეთანხმება და დავას უფრო მაღალ ინსტანციებში გააგრძელებს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტალკი უსაფრთხოა, არ შეიცავს აზბესტს და არ იწვევს სიმსივნეს“, – განაცხადა Johnson&Johnson-ის პრესსპიკერმა.

ხოლო მოსარჩლეების ადვოკატის მარკ ლანირის რჩევაა, რომ მომხმარებლებმა საბავშვო პუდრი აღარ გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა 6 მოსარჩელე გარდაიცვალა სიმსივნით, ხოლო კიდევ ხუთი ქალი მას  შემდეგ რაც 2018 წელს პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.

კომპანიის წინააღმდეგ მარტის მონაცემებით, ამ საკითხზე 19 000 სარჩელი იყო შესული. ცალკეულ შემთხვევებში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა Johnson&Johnson-ი, თუმცა, სააპელაციო სასამართლოში ის მაინც აგებდა თითქმის ყველა შემთხვევაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *