მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს

მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან კარიერას ნეოპოლიტანურ „ნაპოლიში“ გააგრძელებს, – ამ სიახლეს წამყვანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. როგორც ირკვევა, მხარეები ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, მაგრამ გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფაბრიციო რომანო იმასაც წერს, რომ შარშან ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ლონდონის „ტოტენჰემსაც“ სურდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია – ავტორიტეტული გამოცემის, Trasfermarkt-ის დათვლებით, 2021 წლის ივნისში, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €18 მილიონი იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელიამ გუნდი დატოვა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, სადაც სეზონის ბოლომდე დარჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *