Moody's: ქართული საბანკო სექტორის მთავარი რისკი მაღალი დოლარიზაციაა

Moody's: ქართული საბანკო სექტორის მთავარი რისკი მაღალი დოლარიზაციაა

საქართველოში ბანკების გამართულად ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდა, თუმცა მთავარი გამოწვევა ქართული საბანკო სექტორისთვის კვლავ მაღალი დოლარიზაციაა, – Moody’s წერს, რომ საქართველოს საკრედიტო ზრდას სტიმულირებას ეკონომიკური ზრდა გაუწევს.

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე 2017-2018 წლებისთვის 3,7%-ია.

Moody’s აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა ქართული საბანკო სექტორისთვის დეპოზიტებისა და სესხების მაღალი დოლარიზაციაა.

“2016 წლის ბოლოსთვის სესხების 65% და სესხების 72% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, უმეტესად კი ამერიკულ დოლარში“, – წერს Moody’s. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბანკების აქტივების ხარისხზე, რადგან ის გავლენას ახდენს მსესხებლების შესაძლებლობაზე დაფაროს საკუთარი სესხი, რომლებიც უმეტესად უცხოურ ვალუტაშია, შემოსავალი კი ადგილობრივში. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია ბანკებს პრობლემას უქმნის ლარის რესურსის გასესხებისას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *