აპრილში ლარში გაცემული სესხები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა

აპრილში ლარში გაცემული სესხები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა

2017 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 148 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 36 მლნ დოლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.8 მილიარდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 128 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 60.3%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64% იყო.

აპრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 43 მლნ ლარით გაიზარდა და 446 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.4%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ მაისს 2.3% იყო.

2017 წლის აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი აპრილში განაკვეთი 1.3% პუნქტით გაიზარდა და 7.3% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *