მოსალოდნელი დეფიციტის გამო, ევროკავშირს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა სურს

მოსალოდნელი დეფიციტის გამო, ევროკავშირს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა სურს

ევროკავშირმა გადაწყვიტა დამატებით თანხის მობილიზება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უფრო მეტი ვაქცინა შეიძინოს, ვინაიდან ამ დრომდე უზრუნველყოფილი რაოდენობა მოსახლეობისათვის შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. 

თუმცა, ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პროექტს შეუშლის ხელს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მეტ ვაქცინას შეისყიდის, შედარებით ღარიბ ქვეყნებს ნაკლები ვაქცინა შეხვდებათ.

WHO-ს პროექტი მიზნად 2021 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი დოზის წარმოებას ისახავს. მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები კი, როგორიცაა მაგალითად აშშ-ი, თავიანთ შესაძლო ვაქცინებზე მუშაობენ, რათა საკმარისი რაოდენობის დოზა დაასაწყობონ.

ევროკავშირის წარმომადგენელთა მიხედვით, მომავალ წელს მოთხოვნა მარაგს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გლობალურად 30 მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს რომ ვირუსის შემთხვევების კლება ჯერჯერობით არ ფიქსირდება. 

ცნობისთვის, AstraZeneca-სთან და Sanofi-სთან წარმატებული გარიგების შემდგომ ევროკავშირმა Johnson & Johnson-თან, Moderna-სთან, Pfizer-თან და CureVac-თან შესაძლო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაიწყო. მათ შესაძენად, ევროკავშირს $2.4 მილიარდი აქვს გამოყოფილი. ვაქცინების დოზების რაოდენობის გასაზრდელად, ამ თანხას კიდევ 750 მილიონი ევრო უნდა დაემატოს.

ევროკავშრის მიერ მობილიზებული თანხა ვაქცინებზე მომუშავე კომპანიების ხარჯებს ფარავს და წარმოების დახვეწაში ეხმარება. მართალია, წარუმატებელი ვაქცინის შემთხვევაში ეს თანხა უბრალოდ დაიკარგება, თუმცა, აღნიშნული გარიგება ევროკავშირს იმის საშუალებას აძლევს, რომ მეტი ეფექტური ვაქცინის შესაძენად მსხვილი ტრანზაქციები მოგვიანებით აწარმოოს. მაგალითად, აგვისტოში ევროკავშირმა AstraZeneca-სგან $363 მილიონად 300 მილიონი დოზა შეისყიდა, წარმატების შემთვევაში კი იგი დამატებით 100 მილიონსაც შეისყიდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *