მსოფლიო ბანკი: კანონები ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კვლავ ზღუდავენ

მსოფლიო ბანკი: კანონები ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კვლავ ზღუდავენ

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიო მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ზღუდავენ. ამასთან, COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში – „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ბევრ რეგიონში ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა. საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი. ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო.

„ქალები სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი ეკონომიკაში იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები იქნეს მიღწეული განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: „ბევრ ქვეყანაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთ სახელმწიფოში აღინიშნება პრობლემური უკუსვლა, მათ შორისაა ქალებისთვის მგზავრობის შეზღუდვა მეურვე მამაკაცის ნებართვის გარეშე. ამ პანდემიამ გაამწვავა არსებული უთანასწორობა, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს გოგონებსა და ქალებს სკოლასთან წვდომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ჩათვლით. ქალები ასევე დგანან გაზრდილი ოჯახური ძალადობის და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე. ქალებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე წვდომა ფინანსებსა და მემკვიდრეობის უფლებებზე, როგორიც მამაკაცებს აქვთ. ისინი  უნდა იყვნენ ჩვენი ყურადღების ცენტრში COVID-19 -ის პანდემიისგან ინკლუზიური და მდგრადი აღდგენის პროცესში“.

ანგარიშის თანახმად, 27-მა ქვეყანამ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონსა და შემოსავლის ჯგუფში აამოქმედა რეფორმები ყველა სფეროში და გაზარდა სანიმუშო პრაქტიკის გამოყენება კანონმდებლობაში წლის განმავლობაში 45 შემთხვევაში. რეფორმების უდიდესი რაოდენობა უკავშირდება ანაზღაურებისა და ბავშვის მოვლის შესახებ კანონების შემოღებას ან ცვლილებას.

გარდა ამისა, რეფორმები ასევე საჭიროა ქალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამუშაო ადგილების, დავალებებისა და სამუშაო საათების თვალსაზრისით, რის გამოც ქალებს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უკავიათ. 100 ქვეყნის კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, რომ ქალები და მამაკაცები ერთნაირ ანაზღაურებას იღებდნენ ერთნაირი ღირებულების მქონე სამუშაოსთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *