მსოფლიოს 10 საუკეთესო MBA-პროგრამა LinkedIn-ის მიხედვით

მსოფლიოს 10 საუკეთესო MBA-პროგრამა LinkedIn-ის მიხედვით

LinkedIn-ის 2024 წლის ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) საუკეთესო პროგრამების გლობალური სიის მიხედვით, 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან რვა აშშ-ში მდებარეობს, სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა კი ნომერი პირველი MBA-ის სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიოში.

ეს რეიტინგი პროგრამებს ხუთი ძირითადი ასპექტის მიხედვით აფასებს, ესენია: დასაქმება, წინსვლის შესაძლებლობა, კავშირები, ლიდერობის პოტენციალი და გენდერული მრავალფეროვნება.

სია მოიცავს მხოლოდ სრულ განაკვეთზე აკრედიტებულ MBA-პროგრამებს, რომლებსაც, სულ მცირე, 1500 კურსდამთავრებული ჰყავს.

2024 წლის 10 საუკეთესო MBA-პროგრამის სრული ჩამონათვალი ასეთია:

  1. სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა

მდებარეობა: სტენფორდი, კალიფორნია, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $82,455 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: დამფუძნებელი, პროდუქტის მენეჯერი, პერსონალის ხელმძღვანელი.

  1. INSEAD

მდებარეობა: ფონტენბლო, საფრანგეთი; სინგაპური; აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები; სან-ფრანცისკო, კალიფორნია, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: 103,500 ევრო (დაახლოებით $114,340).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: პროდუქტის მენეჯერი, სტრატეგიის კონსულტანტი, დამფუძნებელი.

  1. ჰარვარდის ბიზნესსკოლა

მდებარეობა: ბოსტონი, მასაჩუსეტსი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $76,410 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: პროდუქტის მენეჯერი, დამფუძნებელი, პერსონალის ხელმძღვანელი.

  1. უორტონის სკოლა (პენსილვანიის უნივერსიტეტი)

მდებარეობა: ფილადელფია, პენსილვანია, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $84,830 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე, პროდუქტის მენეჯერი, დამფუძნებელი.

  1. სლოანის მენეჯმენტის სკოლა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი)

მდებარეობა: კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $86,550 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: პროდუქტის მენეჯერი, დამფუძნებელი, საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე.

  1. ინდური ბიზნესის სკოლა

მდებარეობა: ჰაიდერაბადი, ინდოეთი; მოჰალი, ინდოეთი.

სწავლის საფასური: 2,472,000 ინდური რუპია (დაახლოებით $29,425).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: პროდუქტის მენეჯერი, პროგრამის მენეჯერი, მენეჯმენტის კონსულტანტი.

  1. კელოგის მენეჯმენტის სკოლა (ნორთვესტერნის უნივერსიტეტი)

მდებარეობა: ევანსტონი, ილინოისი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $83,610 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: პროდუქტის მენეჯერი, საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე, ბრენდის მენეჯერი.

  1. ტაკის ბიზნესის სკოლა (დარტმუთის კოლეჯი)

მდებარეობა: ჰანოვერი, ნიუ-ჰემფშირი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $80,620 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი.

  1. კოლუმბიის ბიზნესის სკოლა

მდებარეობა: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $84,496 პირველი წლისთვის (ორწლიანი პროგრამა).

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე, პროდუქტის მენეჯერი, დამფუძნებელი.

  1. ბუთის ბიზნესის სკოლა (ჩიკაგოს უნივერსიტეტი)

მდებარეობა: ჩიკაგო, ილინოისი, შეერთებული შტატები.

სწავლის საფასური: $84,198 ორწლიანი პროგრამის ყოველი წლისთვის.

ყველაზე გავრცელებული საქმიანობა: საინვესტიციო ბანკინგის თანაშემწე, პროდუქტის მენეჯერი, სტრატეგიის კონსულტანტი.