მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები

ისტორიაში პირველად, აზიური ქვეყნის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე “ძლიერად” დასახელდა. მსოფლიოს პასპორტების ინდექსს ყოველწლიურად საკონსულტაციო კომპანია Arton Capital აქვეყნებს. 2017 წლის ყველაზე ძლიერ პასპორტად სინგაპურის პასპორტი დასახელდა. მეორე ადგილზე გერმანიაა, რომელსაც შვედეთი და სამხრეთ კორეა მოყვება.

სინგაპურის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსფლიოს 159 ქვეყანაშია შესაძლებელი. ტრადიციულად, მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნების უმეტესობა ევროპული იყო. სიას ორი წლის განმავლობაში გერმანია ლიდერობდა.

რეიტინგში ბოლო ადგილებს ავღანეთი, პაკისტანი და ერაყი ინაწილებენ. ავღანეთის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 22 ქვეყანაშია შესაძლებელი.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რეიტინგში პოზიციები დათმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკასთან უვიზო რეჟიმი ბოლოს თურქეთმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ გააუქმა. ამერიკა რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

საქართველო რეიტინგში 43-ე ადგილზეა. საქართველოს ქულა 105-ია. 2016 წელს საქართველო რეიტინგში 58-ე ადგილზე იყო. ჯამში საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 69 ქვეყანაშია შესაძლებელი, 36 ქვეყანაში კი ვიზის აღება ქვეყანაში ჩასვლისას არის შესაძლებელი.

რუსეთი რეიტინგში 41-ე ადგილზეა, თურქეთი 44-ზე, აზერბაიჯანი 63-ზე, ხოლო სომხეთი – 68-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *