მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში საქართველო 108-ე ადგილზეა

Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. გამოცემამ ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით გამოთვალა.

საქართველო ამ რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი – 114-ზე.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:

1. კატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512)

2. ლუქსემბურგი ($100 991)

3. მაკაო ($87 845)

4. სინგაპური ($86 854)

5. ბრუნეი ($77 662)

6. ქუვეითი ($70 587)

7. ირლანდია ($69 374)

8. ნორვეგია ($69 031)

9. არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947)

10. სან-მარინო ($64 465)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *