მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი სავალუტო რეზერვებით

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი სავალუტო რეზერვებით

2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 452 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია. სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 მაისის არსებული რეზერვების მოცულობა 76 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება. 

მსოფლიოში ყველაზე მეტ უცხოური ვალუტის რეზერვებს ჩინეთი ფლობს, – $3.1 ტრილიონი .  

სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჩინეთს თითქმის სამჯერ მეტი რეზერვები აქვს, ვიდრე მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონიას.  

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვის მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მხოლოდ ერთი მოხვდა ევროპიდან – შვეიცარია – 785 მლრდ დოლარით.  

ქვეყნების TOP-10 შემდეგია:  

  • ჩინეთი – $3,1 ტრილიონი 
  • იაპონია – $1.2 ტრილიონი 
  • შვეიცარია – $787.5 მილიარდი 
  • საუდის არაბეთი – $486.6 მლრდ
  • ჰონგ კონგი – $437.5 მლრდ
  • ინდოეთი – $397.2 მლრდ
  • სამხრეთ კორეა – $385.3 მლრდ
  • ბრაზილია – $358.3მლრდ
  • რუსეთი – $356.5 მლრდ
  • სინგაპური – $279.8 მლრდ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *