მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი ვალით

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი ვალით

მსოფლიოში ყველაზე მეტი საგარეო ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. გასულ წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის საგარეო ვალი $17,9 ტრილიონს შეადგენდა. CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მონაცემებით, $13 ტრილიონს შეადგენს ევროკავშირის საგარეო ვალი. მსოფლიოს ყველა მსხვილი ვალის მქონე ქვეყნებს შორისაა გაერთიანებული სამეფოც, რომელის საგარეო ვალიც 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით $8,1 ტრილიონს შეადგენს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალი, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მლრდ აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) იყო. მთლიანი საგარეო ვალის მოცულობით, საქართველო მსოფლიოში 103-ე ადგილზეა.

CIA-ს მონაცემებით, მსოფლიოში საგარეო ვალის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თურქმენეთს აქვს და ის მხოლოდ $425,300,000-ს შეადგენს. $8,1 მილიარდის საგარეო ვალი აქვს ყირგიზეთს და ის მსოფლიოში ვალის მოცულობით, 119-ე ადგილს იკავებს.

104-ე ადგილზეა სიაში საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის მთლიანი საგარეო ვალი $13,8 მილიარდს შეადგენს. თურქეთის საგარეო ვალი $404,900,000,000-ს შეადგენს და ის სიაში 30-ე ადგილს იკავებს. 29-ე ადგილზეა რუსეთი $434,800,000,000-იანი საგარეო ვალით.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ვალის მქონე ქვეყნების ათეული კი შემდეგია:

ამერიკის შეერთებული შტატები – $17,910,000,000,000
გაერთიანებული სამეფო – $8,126,000,000,000
საფრანგეთი – $5,360,000,000,000
გერმანია – $5,326,000,000,000
ნიდერლანდების სამეფო – $4,063,000,000,000
ლუქსემბურგი – $3,781,000,000,000
იაპონია – $3,240,000,000,000
ირლანდია – $2,470,000,000,000
იტალია – $2,444,000,000,000
ესპანეთი – $2,094,000,000,000

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.