მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.8% იქნება.
მიუხედავად ზრდის ტემპის შენელებისა ჩინეთში მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს 6,5%-იან, ხოლო 2018-2019 წლებში 6,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შედეგად, მომდევნო ორ წელში გლობალურ მშპ-ში ჩინეთის წილი 35,2% იქნება.
17%-ს დაიკავებს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად მსგავსი მოცულობისა მსოფლიო ბანკი ამერიკის ეკონომიკურ ზრდაში გარკვეულ რისკებს ხედავს, რომელიც უმეტესად ახალ ადმინისტრაციას უკავშირდება.
გლობალურ მშპ-ს 2,5%-ს შექმნის ინდონეზია, ქვეყნის მშპ $ 941 მილიარდია და პროგნოზის მიხედვით, ის დამატებით $160 მილიარდით გაიზრდება. მომდევნო ორ წელში მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
გლობალურ ეკონომიკაში სხვა ქვეყნების წილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ავსტრალია – 1,8%
კანადა – 1,7%
გაერთიანებული სამეფო – 1,6%
იაპონია – 1,5%
ბრაზილია – 1,2%
თურქეთი – 1,2%
მექსიკა – 1,2%
რუსეთი – 1%
ირანი – 1%