მსოფლიოს რომელ ქალაქში ღირს ცხოვრება ყველაზე ძვირი? | ECA-ს რეიტინგი

მსოფლიოს რომელ ქალაქში ღირს ცხოვრება ყველაზე ძვირი? | ECA-ს რეიტინგი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ECA International მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს.

უკვე მესამე წელია, რაც სიის სათავეს ჰონგ-კონგი იკავებს, მეორე ადგილზე ნიუ-იორკია, მესამეზე კი – ჟენევა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ყველაზე ძვირად ღირებული კონტინენტის სტატუსი აზიის რეგიონს აქვს, ათიდან ხუთი ქალაქი სწორედ ამ კონტინენტზეა განლაგებული.

რეიტინგის შესადგენად ECA-ის ანალიტიკოსები უძრავი ქონების, ტრანსპორტის, სურსათისა და კომუნალურების საშუალო ფასებს ითვალისწინებენ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსია, რომელმაც 2022 წლის რეიტინგში რამდენიმე ევროპული ქალაქის ჩამოქვეითება და აზიურის დაწინაურება გამოიწვია.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი:

1. ჰონგ-კონგი
2. ნიუ-იორკი
3. ჟენევა
4. ლონდონი
5. ტოკიო
6. თელ-ავივი
7. ციურიხი
8. შანხაი
9. გუანჯოუ
10. სეული