მსოფლიოს ტოპ-10 საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა 2020 წელს $20.1 მილიარდი გამოიმუშავა

მსოფლიოს ტოპ-10 საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა 2020 წელს $20.1 მილიარდი გამოიმუშავა

მსოფლიოს ტოპ-10 საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა 2020 წელს $20.1 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, Millennium Management-ის მმართველმა ისრაელ ენგლანდერმა გასულ წელს $3.8 მილიარდი გამოიმუშავა და ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი პანდემიის პერიოდში საინვესტიციო ფონდების მმართველებმა გამოიმუშავეს. ცნობისთვის, ენგლანდერმა 2019 წელს მხოლოდ $1.5 მილიარდის გამომუშავება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 2020-ში საინვესტიციო ფონდების მმართველთა მიერ მიღებულმა შემოსავალმა 50.2%-იანი ზრდა განიცადა 2019 წელთან შედარებით.

ტოპ-ათეულში შემავალმა ყველა საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა 2020-ში $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

მაგალითად, Renaissance Technologies-ის მმართველმა ჯეიმს საიმონსმა გასულ წელს $2.6 მილიარდი გამოიმუშავა, Tiger Global Management-ის ჩეის კოულმანმა – $2.5 მილიარდი, Citadel-ის კენ გრიფინმა – $1.8 მილიარდი, Pershing Square-ის ბილ აკმანმა კი $1.4 მილიარდის ოდენობის თანხა.