მსოფლიოს უმდიდრესი მილენიალების რეიტინგი

მსოფლიოს უმდიდრესი მილენიალების რეიტინგი

მსოფლიო მასშტაბით არაერთი წარმატებული და მდიდარი მილენიალია, ანუ ადამიანი, რომელიც 25-დან 41 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

უმდიდრესი მილენიალების რეიტინგში ძირითადად ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები დომინირებენ, მათ შორის ყველაზე მდიდარი კი TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის დამფუძნებელი ჟანგ იმინგია, რომლის ქონების შეფასება ამჟამად 54.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩინელი მეწარმე 39 წლისაა და ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის ხელმძღვანელია.

საუკეთესო შედეგების მქონე მილენიალების რეიტინგში მეორე ადგილზეც სოციალური ქსელის დამფუძნებელია. Facebook-ის და Instagram-ის მფლობელი კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბეგის ქონება ამჟამად $42.7 მილიარდს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ცუკერბერგს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერის წოდებაც ეკუთვნოდა.

რეიტინგში მესამე ადგილს ვოლტონების ოჯახის შთამომავალი, ლუკას ვოლტონი იკავებს. 36 წლის ბიზნესმენის მფლობელობაში მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ია, მისი ქონების შეფასება 22.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი მილენიალების რეიტინგს:

1. ჟანგ იმინგი – $54.9 მლრდ | ByteDance | 39 წლის;
2. მარკ ცუკერბერგი – $42.7 მლრდ | Meta | 38 წლის;
3. ლუკას ვოლტონი – $22.4 მლრდ | Walmart | 36 წლის;
4. მარკ მატეშიცი – $15.7 მლრდ | Red Bull | 30 წლის;
5. გიომ პუაზი – $14.0 მლრდ | Checkout | 41 წლის;
6. დასტინ მოსკოვიცი – $11.3 მლრდ | Meta | 38 წლის;
7. ჰიუ გროსვენორი – $10.6 მლრდ | Grosvenor | 31 წლის;
8. პატრიკ კოლისონი – $8.3 მლრდ | Stipe | 34 წლის;
9. ჯონ კოლისონი – $8.3 მლრდ | Stripe | 32 წლის;
10. ბრაიან ჩესკი – $7.9 მლრდ | Airbnb | 41 წლის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *