მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 100 წელი

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 100 წელი

ამერიკის უმსხვილესი 100 კომპანიის სიიდან, რომელიც 1917 წელს შედგა, საკუთარი სახელი და საპატიო პოზიცია მხოლოდ 12-მა შეინარჩუნა.

იმ ადამიანების ქონება, ვინც 100 წლის წინ, სიაში შემავალ რომელიმე კომპანიაში $1000 დოლარს მაინც ჩადებდა, დღეს საშუალოდ $26,6 მილიონს შეადგენდა.

მოგებიანობის თვალსაზრისით, 1917 წელს 100 კომპანიას სათავეში Procter&Gamble ედგა: კომპანიაში ინვესტირებულ $1000 დოლარს დღეს $1.6 მილიარდის ღირებულება ექნებოდა.

სიაში შედიოდნენ General Electric, AT&T, Ford და Dupont – კომპანიებმა არამხოლოდ საკუთარი სახელის შენარჩუნება შეძლეს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორისაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს.

Telephone & Telegraph 1984 წელს რვა კომპანიად გაიყო. კომპანიის მფლობელები დღეს წილებს ფლობენ Verizon-ში CenturyLink -სა და Nokia-ში.

1911 წელს, სხვადასხვა კომპანიად გაიყო ჯონ როკფელერის Standard Oil -იც, მათგან 10 კი 1917 წელს ამერიკის უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვდა. დღეს Standard-ის სახელს უკავშირდება ისეთი მსხვილი კომპანიების საქმიანობა, როგორიცაა Exxon Mobil, Chevron , BP და Sinclair Oil .

1917 წელს ინვესტირება ყველაზე წარმატებული შემდეგ კომპანიებში იქნებოდა:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.