„2021 წლის 26 თებერვალს ავფუსფუსდი, პანდემიის დროს. შთაგონება სამზარეულოს სიყვარულმა, გურმანობამ და კულინარიული ჯგუფ რეცეპტორის წევრების დაჟინებულმა მოთხოვნამ მომცა. მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მქონდა – დესერტის სახით შემეთავაზებინა ადამიანებისთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი გემოები ჰქვია“, – იხსენებს ნათია ყურშუბაძე, რომელმაც მეწარმეობის საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და არაერთი ბარიერი დიდი შემართებითაც გადალახა.
ნათია „ფუსფუსის“ დამფუძნებელია. საკონდიტრო – სასენდვიჩე კაფეც გახსნა, თუმცა დახურვა მოუწია და ახლა კი ერთგულ მომხმარებლებს მომზადებული დესერტებითა და სენდვიჩებით სახლიდან ემსახურება.
„პირველ რიგში, გულწრფელობა გამოარჩევს ფუსფუსს. მეც გულწრფელობით ვთავაზობ „ფუსფუსელებს“ ხარისხს, სანდოობას, გამორჩეულ გემოებს. ფუსფუსის დესერტები არ არის ზედმეტად გადამტკბარი. გარდა ამ ყველაფრისა, ფუსფუსს ინდივიდუალური ხელწერაც გამოარჩევს. მომხმარებლები აფასებენ, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდები საქმეს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ფუსფუსის გამხელილი საიდუმლო, რამაც ამდენ ადამიანს შეაყვარა ბრენდი. რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტი გიბრუნდება უკან. ამაში ნამდვილად დავრწმუნდი“, – ამბობს ნათია.
მაღალი გადასახადებისა და პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, ბუტიკ-კაფეს დახურვა „ფუსფუსის“ დამფუძნებლისთვის რთული გამოცდილება იყო, თუმცა მალევე მოახერხა შეცვლილ რეალობაზე ადაპტაცია და ჩვეული ჟინით საქმის გაგრძელება.
„დავბრუნდი ისევ სახლში და აქედან გავაგრძელე ფუსფუსი. თან წავიყოლე ონლაინ გამოძახების აპლიკაციებიც და ახლა მიტანის სერვისით ვაწვდი პროდუქტებს მომხმარებლებს. დამატებით, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებ დესერტებზე და სხვა პროდუქტებზე. ჯერ ისევ სირთულეების გადალახვის პროცესში ვარ, მაგრამ მე არ ვჩერდები“, – ამბობს ნათია.
ნათია ახლა საკუთარ საქმიანობას ინდ. მეწარმის სტატუსით მართავს და ამბობს, რომ ეს ბევრ შემთხვევაში მოსახერხებელია.
„ძალიან მეხმარება ინდ. მეწარმის სტატუსი ბიზნესის მართვაში, განსაკუთრებით კორპორატიულ შეკვეთებზე, რადგან ასეთ დროს ყოველთვის ოფიციალური საბუთი იწერება ზედნადების და ინვოისის საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდ. მეწარმეები მხოლოდ შემოსავლის 1%-ს ვიხდით საშემოსავლოს სახით. ასევე, ჩემი საქმიანობა ისახება ბანკის ისტორიაში, რაც კიდევ მეტად სახარბიელოს და მჭიდროს ხდის ჩემსა და ბანკის ურთიერთობას. ასევე, ინდ. მეწარმეებს გვაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები ბანკისგან, როგორიც არის სასარგებლო პაკეტები, თუ საკმაოდ სოლიდური ფულადი გათამაშება, რომლის ფინალსაც სულმოუთქმელად ველოდები“, – აღნიშნავს ნათია.
გათამაშება, რომელზეც იგი საუბრობს, საქართველოს ბანკმა ერთი თვის წინ დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ და 1 ოქტომბრიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ შორისაა ფინალური პრიზები – 50 000, 30 000 და 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან – ყოველთვიური პრიზები 50 ლარიდან 10 000 ლარამდე.
„მსგავსი წახალისება, გათამაშებების სახით, ძალიან დიდი ხელშეწყობაა საქართველოს ბანკის მხრიდან, რაც ძალზედ გვჭირდება თითოეულ ინდ. მეწარმეს ჩვენივე საქმის მეტად განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც მთავარია – ნაკლები რისკებით“ – ამბობს ნათია და ფინალური პრიზის მოგების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზეც საუბრობს.
„ხელახლა გავხსნიდი ფუსფუსს, ოღონდ სხვა კონცეფციით და სხვა ლოკაციაზე. დავიბრუნებდი ჩემს დამხმარე გოგოებს – თიკას და მაიას და ისევ ერთად, ისევ ხალისიანად ავფუსფუსდებოდით, როგორც ადრე“.
“ფუსფუსის“ სამომავლო გეგმები სწორედ ახალი კონცეფციის შემუშავებას უკავშირდება. როგორც ნათია ამბობს, ბუტიკ-კაფემ ფასდაუდებელი გამოცდილება მისცა, ახლა კი მისი მიზანი არგაჩერებაა.
„ფუსფუსი არ უნდა მიეცეს დავიწყებას და მე, აუცილებლად მოვიყვან ჩემს მიზნებს სისრულეში. მანამდე კი სახლიდან ვიფუსფუსებ სიყვარულით, პარალელურად კი ჩემს სამომავლო გეგმებს, თითო ბუმბულის შეგროვებით, ფრთებს შევასხამ“, – ამბობს მეწარმე.
ინფორმაციისთვის, 6 ნოემბერს გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშება კი კვლავ გაგრძელდება და მასში მონაწილეობისთვის ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით – გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.
გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ პირველი ეტაპის გათამაშებას 6 ნოემბერს ერთხელ.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.