მთავრობა დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად, 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს

მთავრობა დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად, 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს

მთავრობა დამატებითი რესურსის მობილიზებას ფასიანი ქაღალდების გამოშვებით გეგმავს. კერძოდ, 2019 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ჯამურად მოხდება 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400.0 ვმლნ ლარისა).

“ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა დაკავშირებულია, როგორც ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან, კერძოდ, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება, ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის საჭიროა რესურსების მობილიზება”, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *