საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. 

“მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა.  Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.