მცირე და საშუალო საწარმოებს დამატებითი სესხებს შესთავაზებენ

მცირე და საშუალო საწარმოებს დამატებითი სესხებს შესთავაზებენ

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) – ერთობლივად EIB ჯგუფი (EIB Group) – ხელი მოაწერეს პირველ საგარანტიო ხელშეკრულებას 100 მილიონი ევროს სესხების სახით გაცემაზე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში. 

EU4Business ინიციატივის ფარგლებში დადებული ეს ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას 70% საგარანტიო უზრუნველყოფით თითოეულ სესხზე, და სთავაზობს მათ დაფინანსებას ხელსაყრელი პირობებით, მათ შორის შემცირებულ მოთხოვნას სესხის უზრუნველყოფაზე. 

სავარაუდოდ, სამი საგარანტიო ოპერაცია უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რის შედეგიც იქნება სტაბილური სამუშაო ადგილები და ბიზნესის ახალი პერსპექტივები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღნიშნული გარანტიები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.