მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება

მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება

მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის ახლებური საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი.

ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმოც ჩაითვლება.

საგადასახადო რეჟიმში ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე განიხილა. პრემიერის განცხადებით,  მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას და გაჩნდება ახალი საწარმოების შექმნის ინიციატივები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.