„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ

უპრეცენდენტო საახალწლო შეთავაზება „მწვანე კონცხი ბოტანიკოსგან“. 1-ლი დეკემბრიდან, 15 იანვრის ჩათვლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ 90,000 ლარამდე ფასდაკლებით შეძენილ ბინაზე და დამატებით საჩუქრად მიიღონ iPhone 13 Pro.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9 კმ-ში მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც

აღნიშნული სივრცის განუმეორებელ სიმწვანეს, მის სიახლოვეს მდებარე ბოტანიკურ ბაღს, ულამაზეს ზღვის ხედებს, კენჭებიან სანაპიროს და სიმშვიდეს უკავშირდება.

პროექტის დეველოპერების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა თანამედროვე არქიტექტურის ბუნებასთან და სიმწვანესთან ჰარმონიული შერწყმა. სწორედ ამიტომ, “მწვანე კონცხი ბოტანიკოს”  საცხოვრებელი ფართები  ისე არის დაპროექტებული, რომ  თითოეული ბინიდან 180 – გრადუსიანი ხედი იშლება ზღვაზე. ხოლო, სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, პროექტის შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული საფარით გამოირჩევა.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი და ერთი გასართობ-გამაჯანსაღებელი ბლოკისგან. საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბინების ჩაბარება ხდება  დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკით, სრულად მოწყობილი სველი წერტილებითა და ჭკვიანი სახლის სისტემებით. ბოტანიკოს ყველა ბინა აღჭურვილია ტერასით, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.

მწვანე კონცხი ბოტანიკო მყიდველს 4 ტიპის ბინას სთავაზობს, მინიმალური ფართი 42 მ2-დან იწყება. სურვილის შემთხვევაში კონსტრუქცია იძლევა ბინების უსაფრთხო გაერთიანების საშუალებას.

საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე კონცხი ბოტანიკო” ბინის შეძენისას ასევე ისიამოვნებთ კომპლექსში არსებული ღია აუზებით, როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის, ფიტნესდარბაზით, რესტორანით, სპეციალური ველოსიპედის ბილიკები და სხვ. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შეძენიდან მუდმივ რეჟიმში გაუწევს კომპლექსის ბინადრებს საჭირო დახმარებას.

პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება იგეგმება 2022 წლის დეკემბრის ბოლოს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. „სილქ ჰოსფითალითი“ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანიას, რომელიც საქართველოში „რადისონის“ ბრენდის 3 სასტუმროსა და 15-მდე რესტორანს მართავს. კომპანია იზრუნებს „ბოტანიკოს“ მაცხოვრებლებზე და სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს მომსახურებას.

მწვანე კონცხი ბოტანიკოს საახალწლო შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 15 იანვრამდე.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს: 0322 250 250; 599 55 55 90

ვებგვერდი

Facebook & Instagram

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.