„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე პროექტი, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ დასრულებულია და მობინადრეების მისაღებად მზადაა.

ბოტანიკო წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების კომპლექსს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც ჩაფლულია მარადმწვანე, სუბტროპიკულ მცენარეებში და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია აჭარის რეგიონში.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ დეველოპმენტის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია, ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში და ბოტანიკური ბაღიდან 2 წუთის ფეხით სავალზე. 1.5 ჰექტრის ფართობზე გადანაწილებული საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი ხიბლი განუმეორებელი ზღვის პეიზაჟები და მშვიდი, კენჭებიანი სანაპიროს სიახლოვეა. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან 180-გრადუსიანი ხედები იშლება ზღვაზე.

სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“-ს შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული სამყაროთი გამოირჩევა.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შენობისგან. აქედან, 2 საცხოვრებელი ნაგებობაა, სადაც სულ 80 საცხოვრებელი ბინაა, მესამე კი, გასართობი ბლოკია, და აქ განთავსებულია ღია საცურაო და საბავშვო აუზები, სავარჯიშო დარბაზი და რესტორანი.

საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 80-ივე ბინა მფლობელს ბარდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით, „ჭკვიანი სახლის“ სისტემით. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.

კომპლექსში სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტის ყიდვაა შესაძლებელი: ყველაზე მცირე 42 მ2 სტუდიოს ტიპის ბინაა. ასევე – 1, 2 და 3 საძინებლიანი აპარტამენტები, სადაც საერთო ფართის დაახლოებით 20-30% უჭირავს აივნებსა და ვერანდებს, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან კიდევ უფრო ახლოს გაგრძნობინებთ თავს და ზაფხულის დღეებს განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის.

მწვანე კონცხი ბოტანიკოს კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია და ყველა პირობაა შექმნილი, რომ აპარტამენტების მფლობელებმა ზაფხული საკუთარ სახლში გაატარონ და გამორჩეული შთაბეჭდილებები მიიღონ. ჩვენი მიზანია, კლიენტების პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და თითოეული მაცხოვრებლისათვის ჯანსაღი და გასართობი აქტივობებით დატვირთული გარემოს შექმნა. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ შეასრულა, დიზაინი კი, MUA-ს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრებლების კომფორტულ დასვენებაზე და სათანადო მომსახურების გაწევაზე, მთელი წლის განმავლობაში „სილქ ჰოსფითალითის“ გამოცდილი გუნდი იზრუნებს“ – გიორგი კაპანაძე, „სილქ დეველოპმენტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„სილქ დეველოპმენტის“ თითოეული პროექტი ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ არქიტექტორულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განისაზღვრება პროექტის უნიკალური მახასიათებლები, ადგილმდებარეობა და გარემო, იმისათვის, რომ მოხდეს მშენებლობის ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა. განსხვავებული არქიტექტურის, ექსტერიერის და ინტერიერის შექმნა, პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენება და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა – პროექტებზე მუშაობისას მთავარ ამოცანას წარმოადგენს. S

 

„სილქ დეველოპმენტის“ შესახებ

Silk Development-ი ავითარებს და ახორციელებს „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების გამორჩეულ პროექტებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წლების განმავლობაში დაგროვებული უდიდესი გამოცდილების გათვალისწინებით.