Mycredo Business - მობაილ ბანკი ნებისმიერი ბიზნესისთვის

Mycredo Business - მობაილ ბანკი ნებისმიერი ბიზნესისთვის

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპანიები ციფრულ სამყაროში თავის დამკვიდრებას უფრო და უფრო აქტიურად ცდილობენ. ციფრული პროდუქტები მათ დროის, ადამიანური თუ ფინანსური რესურსის დაზოგვაში ეხმარება.

დისტანციურ პროდუქტებსა და სანდო მომსახურებებზე წვდომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბანკო სერვისებსა და ფინანსურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, კომპანიების ბიზნესის წარმატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ საჭიროებების ფონზე, კრედო ბანკმა ბიზნესის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ახალი აპლიკაცია – Mycredo Business-ი შექმნა, რომელიც მათ დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომას, ასევე ფინანსური ოპერაციების განხორციელებას კიდევ უფრო უმარტივებს.

Mycredo Business-ი აპლიკაციაა, რომელიც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ბიზნესის მფლობელებს მათთვის საინტერესო ინფორმაციის რეალურ დროში მიღების საშუალებას აძლევს. ფინანსების ერთი პლატფორმიდან მართვა კომპანიის ოპერაციებს კიდევ უფრო ორგანიზებულს ხდის, რაც დროის დაზოგვასა და ბიზნესის სფეროში ცვლილებებისთვის ფეხის მაქსიმალურად სწრაფად აწყობას უზრუნველყოფს.

Mycredo Business-ის Google და App Store-იდან ჩამოტვირთვა და სარგებლობა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. აპლიკაციის დახმარებით ბიზნესის მფლობელებს წვდომა ბანკის არაერთ პროდუქტსა და სერვისზე ეხსნებათ. ეს ყველაფერი მათ საკუთარი ბიზნესის 24/7, ანუ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან მართვის საშუალებას აძლევს.

Mycredo Business-ის მფლობელებს აპლიკაციის დახმარებით ხელმოსაწერი საბანკო დოკუმენტების გაცნობა და მარტივად დადასტურება შეუძლიათ. ეს დოკუმენტები ეხება საბანკო გადარიცხვებს, საბიუჯეტო გადარიცხვებს, ჯგუფურ ოპერაციებს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Mycredo Business-ის დახმარებით თანხის გადარიცხვა როგორც საკუთარ ანგარიშებზე, ასევე ბანკის შიგნით და სხვა ბანკების ანგარიშებზეც არის შესაძლებელი. გადარიცხვების კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შესასრულებლად კი შაბლონების შექმნა დროს ზოგავს და მონაცემების ზუსტად შენახვას უზრუნველყოფს.

ბიზნეს ინტერნეტ ბანკის დახმარებით ბიზნესის მფლობელებს თანამშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვაც შეუძლიათ, ხელფასების შაბლონების შექმნის შესაძლებლობა კი პროცესს კიდევ უფრო ორგანიზებულს ხდის. აპლიკაციის საშუალებით ასევე შესაძლებელია მობილურის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და კომუნალური გადასახადების დაფარვა.

გარდა აღნიშნულისა, Mycredo Business-ი მფლობელებს აპლიკაციიდან გაუსვლელად ოფიციალური სავალუტო კურსების რეალურ დროში გაცნობისა და თანხის ამა თუ იმ ვალუტაში სპეციალური, საუკეთესო კურსით დაკონვერტირების საშუალებას აძლევს.

ისეთი ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში კი, რომელთა მიღება დისტანციური, ციფრული არხების გზით შეუძლებელია, ბიზნეს მობაილ ბანკში ხელმისაწვდომია ქსელის რუკა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებისა და ბანკომატების სწრაფად და მარტივად მოძებნის საშუალებას იძლევა.

აპლიკაცია მომხმარებლებს ასევე რჩეულ ბანკირთან ან ბანკთან მომენტალურად დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ხედავთ, Mycredo Business-ის აპლიკაციაში ბიზნესის მფლობელებისთვის საჭირო ყველა საბანკო პროდუქტი და სერვისია თავმოყრილი, რომლებზე წვდომაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.