ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ინვესტორი კომპანია, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) 2017 წლის 16 ნოემბერს დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. 

კომპანიას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს. 2016 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო აქტივების ჯამური ღირებულება – 18 მილიარდ აშშ დოლარს. 

K-water-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა და მართვა; წყლის რესურსების გამოყენებისა და განვითარებისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა და მართვა; წყალდიდობებისა და გვალვების პრევენცია და სხვა. 

ნენსკრა ჰესის პროექტი საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის უნიკალური BOT (build-operate-transfer) სქემით ხორციელდება, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წლის შემდეგ ჰიდროელექტროსადგური სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.

ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე – 280 მგვტ., ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არსებულ დეფიციტს საგრძნობლად შეამცირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.