ნენსკრა ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განსაჯაროება გრძელდება

ნენსკრა ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განსაჯაროება გრძელდება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის განსაჯაროებას აგრძელებს.

დამატებითი კვლევის შედეგები, რომელსაც ანგარიში ეფუძნება, ა.წ. მარტში გამოქვეყნდა. მისი ელექტორნული ვერსია ქართულ და ინგლუსურ ენებზე ხელმისაწვდომია საპროექტო კომპანიის ვებგვერდზე. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ 10-ტომიანი გზშ-ის ბეჭდურ ვერსიას სს „ნენსკრა ჰიდროს“ თბილისის ოფისში, მესტიის მუნიციპალიტეტეტის სოფელ ჭუბერსა და ნაკრაში საგანგებოდ მოწყობილ საინფორმაციო ცენტრებსა და თავად მესტიის მუნიციპალიტეტში.

ანგარიში მოიცავს იმ დამატებითი კვლევების შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), კორეის განვითარების ბანკის (KDB), იტალიის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოსა (SACE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მცხოვრებთა ინტერესებს: პროექტი არც ერთი ოჯახის განსახლებას არ გულისხმობს. ამასთანავე, იგი ითვალისწინებს მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ დასაქმებას. პროექტს თან ახლავს სპეციალურად შექმნილი „საზოაგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია“, რომელიც აღნიშნულ ხეობებში ინფარსტურქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს.

გზშ-ის განსაჯაროება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

“ამ პერიოდში ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ანგარიშის შინაარსისა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალისტებისგან და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი მუშაობს. ამ ხეობებში უკვე 20-მდე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის – კარდაკარ. ეს ორმხრივი პროცესია: შეხვედრების დროს ჩვენ ვცდილობთ, ამომწურავი პასუხები გავცეთ დასმულ კითხვებს. ამასთანავე, ვაფიქსირებთ ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარებს, რათა გამოთქმული მოსაზრებები პროექტის

განხორციელებისას გავითვალისწინოთ”, – აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს “ნენსკრა ჰიდრო” კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის – ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *