Netflix-ის დამფუძნებლის ქონება 2 კვირაში $400 მილიონით გაიზარდა

Netflix-ის დამფუძნებლის ქონება 2 კვირაში $400 მილიონით გაიზარდა

Netflix-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებლის ქონება 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რიდ ჰასტინგსის ქონება ბოლო ორ კვირაში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა. ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გახდა, რომლის მიხედვითაც Netflix შემოსავლები მკვეთრად იზრდება.

საანგარიშო პერიოდში, კომპანიას 5,3 მილიონი აბონენტი შეემატა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს თითქმის 2 მილიონით აღემატება. ამჯერად კომპანიას მსოფლიოს 190 ქვეყანაში 104 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.