ევროკომისიის ხელმძღვანელი ქვეყნებს ლოქდაუნების ეტაპობრივი გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნების მთავრობებმა კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნები ეტაპობრივად უნდა გააუქმონ, რათა მესამე ტალღის პრევენცია მოახერხონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

ევროპის რეგიონი სექტემბრიდან მოყოლებული პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, რის გამოც ქვეყნების უმრავლესობამ ლოქდაუნი, ან ნაწილობრივი ლოქდაუნი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ცალკეულ ქვეყნებში შემცირდა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, საერთო ჯამში რეგიონი მაინც ინფიცირების მაღალი დონით ხასიათდება.

აქედან გამომდინარე ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ საჭიროა "მოლოდინების მართვა".

"ჩვენ ჩვენივე გამოცდილებით ზაფხულში ვისწავლეთ, რომ "ტალღიდან გამოსვლა“ ძალიან რთულია და რეგულაციების სწრაფად მოხსნამ ცუდი შედეგები მოგვიტანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი წინადადება იქნება ეტაპობრივი და კოორდინირებული მიდგომით მოხდეს შეზღუდვების მოხსნა. ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ტალღის რისკი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროპაში საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია კვლავ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებად რჩება, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი. ცნობისთვის, მხოლოდ გუშინ მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ერთად 11 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

საქართველოს ბანკის მხარადჭერით Fuckup Nights ბრუნდება!

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია
20 November, 2020

შემდეგი სტატია

EU chief urges gradual lifting of coronavirus lockdowns, warns of a third wave - CNBC
20 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker