Digno Rafre - პირველი სმარტფონი, რომელიც დასველებისას არ ზიანდება

იაპონურმა კომპანია Kyocera-მ მსოფლიოში პირველი სმარტფონი Digno Rafre წარადგინა, რომლის გარეცხვაც გამდინარე წყალში ჩვეულებრივი საპნითაა შესაძლებელი. ახალი გაჯეტის შემქმნელთა თქმით, მომხმარებელი სმარტფონის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში, აბაზანის მიღების დროსაც კი შეძლებს.  Kyocera-ში აღნიშნავენ, რომ სმარტფონის სენსორული დისპლეი დასველების შემთხვევაში შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას. დინამიკების ნაცვლად Kyocera-ს ტელეფონი აღჭურვილია Smart Sonic Receiver-ის ტექნოლოგიით, რომელიც ბგერით ტალღებს პირდაპირ ეკრანზე გადასცემს.

გარდა ამისა, ახალ სმარტფონში ჩამონტაჟებულია სისტემა, რომელიც დისპლეის დაზიანებებს ავტომატურად გაასწორებს. ახალი სმარტფონი Android 5.1-ის სისტემაზე მუშაობს და აღჭურვილია 5-დიუმიანი დისპლეით (1280/720 პიქსელი), 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 13 მეგაპიქსელის კამერით.

წინა სტატია

ჩეტ პიპკინი - ახალი მილიარდერი
21 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

ფანჯარა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე
22 იანვარი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker