BGEO-მ 2017 წლის პირველ კვარტალში 108 მილიონის მოგება მიიღო

BGEO-მ წლის პირველ კვარტალში 108 მილიონის მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24,3%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ჯგუფის აქტივები 25,1%-ით გაიზარდა. აქედან ჯგუფის საბანკო ბიზნესის შემოსავალი 221 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,2%-ით მეტია, 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 4,8%-ით ნაკლები. 

საინვესტიციო ბიზნესზე BGEO-ს მოგების 19,7% მოდიოდა, რაც 21,3 მილიონი ლარია. საინვესტიციო ბიზნესიდან GHG-ის შემოსავალმა პირველ კვარტალში 186 მილინი ლარი შეადგინა. M2-ის შემოსავლებმა წლის პირველ სამ თვეში, 2,6 მილიონი შეადგინა, ამასთან კომპანიის გაყიდვებმა 10,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 143 ბინის გაყიდვას მოიცავს. 

რაც შეეხება კომუნალურ და ენერგეტიკულ ბიზნესს - GGU-ს შემოსავლებმა 2017 წლის პირველ კვარტალში 28,6 მილიონი ლარი შეადგინა. ჯგუფი აღნიშნავს, რომ GGU-ს მოგების ზრდა გადასახადების ახალ სისტემას უკავშირდება, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან შემოვიდა. 

წინა სტატია

რამდენად წარმატებულად იზიდავს საქართველო უცხოურ ინვესტიციებს?
11 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

Fitch-მა 4 ქართულ ბანკს სტაბილური პროგნოზი მიანიჭა
11 მაისი, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker