ჯეფ ბეზოსი, შესაძლოა, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდეს

Amazon-ის აქციების ფასი 1,3%-ით გაიზარდა, რამაც მის დამფუძნებელს დამატებით $1 მილიარდი მოუტანა. თუკი ჯეფ ბეზოსის ქონება ზრდას განაგრძობს, Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის რეიტინგი შესაძლოა შეიცვალოს და მას სათავეში Amazon-ის დამფუძნებელი ჩაუდგეს. 

53 წლის ბეზოსის ქონება ამჯერად Forbes-ს $88,2 მილიარდად აქვს შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის ქონება კი $90,3 მილიარდს შეადგენს. ის Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის პირველ ადგილს 1996 წლიდან იკავებს. იმისთვის, რომ ბეზოსმა სიის პირველ ადგილზე გადაინაცვლოს Amazon-ის აქციების ფასი 2,5%-ით უნდა გაიზარდოს. 

მარტში, ჯეფ ბეზოსი რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა და მისი ქონება ამ პერიოდში $72,8 მილიარდს შეადგენდა. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $16 მილიარდით გაიზარდა, - ბეზოსის ქონება დღეში 125 მილიონი დოლარით იზრდება. 

იზრდება ბილ გეითსის ქონებაც, თუმცა არა მსგავსი სისწრაფით, - პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებას დღეში 33 მილიონი დოლარი ემატება. თუკი ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის ქონება მსგავსად განაგრძობს ზრდას, ბეზოსის ქონება გეიტსისას 23 სავაჭრო დღის შემდეგ გაუსწრებს, - ანუ 25 აგვისტო.

წინა სტატია

საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში
26 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

7 ხერხი, თუ როგორ გავხდეთ "სქელკანიანი" სამსახურში
26 ივლისი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker