WTTC: ტურიზმის წილი ეკონომიკაში საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

WTTC: ტურიზმის წილი ეკონომიკაში საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო (WTTC) 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია უკვე 25 წელია მსოფლიოს 185 ქვეყნის ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენას სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით აფასებს. საბჭო პროგნოზს აკეთებს, როგორც მიმდინარე წლისთვის, ასევე გრძელვადიანი პერიოდისთვის (2017 წელი).

მიმდინარე წლის WTTC-ს პროგნოზით, საქართველოს GDP-ში მოგზაურობისა და ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუცია 10,6%-მდე გაიზრდება, – გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8,1% იყო.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში დასაქმებულების 6,8% მოდიოდა ტურიზმის სფეროზე, 2017 წლის პროგნოზი კი 9,2%-ია.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით – ტურიზმის სფეროს კონტრიბუციის მიხედვით GDP-ში 2016 წელს საქართველო მსოფლიოში 99-ე ადგილზე იყო, (1,2 მლრდ დოლარით), თურქეთი 14-ე ადგილზე იყო, რუსეთი 23-ზე, ირანი 34-ზე, რუმინეთი 70-ზე, ბულგარეთი 83-ზე, აზერბაიჯანი 88-ზე, უკრაინა 93-ზე, სომხეთი კი 135-ზე.

WTTC აღნიშნავს, რომ ტურიზმისა და მოგზაურობის პირდაპირი გავლენა საქართველოს მშპ-ში 2016 წელს 8.1% იყო, – ამ მაჩვენებლით (8,1%) საქართველო 185 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს, თურქეთისთვის ეს მაჩვენებელი 4.1%-ია და ქვეყანა 73-ე ადგილს იკავებს სიაში, რუსეთი 1.3%-ით 178-ზე, ხოლო უკრაინა 1,5%-ით 172-ე ადგილზეა.

მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის პირდაპირი კონტრიბუცია ასახავს ეკონომიკურ აქტივობას, რომელსაც ქმნიან სასტუმროები, ტურისტული ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, სამგზავრო საშუალებები, რესტორნები.

WTTC-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მოგზაურობამ და ტურიზმმა საქართველოში პირდაპირი გზით 2016 წელს 122,000 სამუშაო ადგილის გენერირება შეძლო, რაც მთლიანი დასაქმებულების 6,8%-ია, წელს ამ მაჩვენებლის 5.9%-ით ზრდაა პროგნოზირებული 129,000 სამუშაო ადგილამდე, რაც 2017 წელს დასაქმებულების 7.2% იქნება. აღნიშნული კრიტერიუმი მოიცავს დასაქმებულთა რაოდენობას სასტუმროებში, ტურისტულ სააგენტოებში, აეროპორტებსა და სხვა სამგზავრო სერვისებში.

პირდაპირი კონტრიბუციის მიხედვით დასაქმებაში, საქართველოში ტურიზმსა და მოგზაურობას 2016 წელს 6.8% ეკავა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებდა. აზერბაჯანი 89-ს, სომხეთი 98-ს, ბულგარეთი 102-ს, თურქეთი 162-ს. 2017 წელს ნავარუდევია, რომ ტურიზმის მიერ კონტრიბუცია მთლიან დასაქმებაში პირდაპირი გზით 5.9-%-მდე გაიზრდება და საქართველო 28-ე ადგილს დაიკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *