Fitch ქართულ საბანკო სისტემას აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch ქართულ საბანკო სექტორს აფასებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართული ბანკები მოსალოდნელ ზეწოლას თავს კარგად გაართმევენ, - ბანკების აქტივების ხარისხი ბოლო წლების მაკროეკონომიკური არასტაბილურობის და 2015 წელს ლარის 30%-იანი გაუფასურების მიუხედავად მყარია; ამასთან ზომიერ ნიშნულზე ნარჩუნდება ბანკებში განთავსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც. 

"ბანკების კაპიტალიზაცია ძლიერია. კაპიტალური ბუფერები მზადაა რომ გაუმკლავდეს დანაკარგებს, იმ შემთხვევაში თუ აქტივების ხარისხი ზეწოლის ქვეშ მოექცევა", - წერს Fitch. სამომავლოდ ბანკების მდგომარეობა სააგენტოს ვარაუდით მჭირდოდ იქნება დაკავშირებული ეკონომიკურ სტაბილურობასა და აქტივების ხარისხზე. რისკებს შორის კი ამ შემთხვევაში მაღალი დოლარიზაცია სახელდება, ასევე საცალო დაკრედიტების სწრაფი ზრდა და შესაძლო გარე შოკები ეკონომიკაზე. 

ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ღონისძიებები დოლარიზაციის შემცირებისენ შედეგს საშუალოვადიან პერიოდში გამოიღებს. “მიუხედავად დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არარსებობისა, ბანკებში დეპოზიების დაფინანსების წილი დიდია. 

Fitch 7 ქართულ ბანკს აფასებს: TBC ბანკს, საქართველოს ბანკს, ლიბერთი ბანკს, პროკრედიტ ბანკს, ქართუ ბანკს, ბაზისბანკს და ხალიკ ბანკს. 

"რეიტინგები შესაძლოა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუკი იქნება ეკონომიკური შოკი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ბანკების აქტივებზე", - აღნიშნავს სააგენტო.

Fitch Ratings Fitch სარეიტინგო სააგენტო ქართული საბანკო სისტემა

წინა სტატია

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა იზრდება
10 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Most Profitable Mobile Network Operators In Georgia
10 ოქტომბერი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker