საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

წლის პირველ 8 თვეში საქართველოს რკინიგზამ 6,988,580 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 919 000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია.  

აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 1,252,229 ტონა მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე 696,127 ტონა. იმპორტირებულმა ტვირთებმა საანგარიშო პერიოდში 1,677,170 ტონა შეადგინა, ტრანზიტულმა კი 3,363,054 ტონა. 

წლის პირველ 8 თვეში რკინიგზამ 23,447 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.  

შემცირდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დინამიკა და მან 8 თვეში 2,927,467 ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 3,583,158 ტონისა. 

მარცვლეულის პროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელიც შემცირებულია და მან საანგარიშო პერიოდში 188,924 ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული 266,265 ტონისა.  

შემცირდა გადაზიდული შაქრის ნედლეულის მოცულობაც და მან 257,710 ტონა შეადგინა.  საქართველოს რკინიგზამ წლის 8 თვეში 224,776  ტონა რკინა და მანგანუმის მადანი გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 55 ათასი ტონით შემცირებული მაჩვენებელია.  

348,518 ტონა შეადგინა გადაზიდულმა ფერადი ლითონების მადანმა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედით გაზდილი მაჩვენებელია.  

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო სააგენტომ S&P საქართველოს რკინიგზის რეიტინგი შეამცირა. სააგენტომ საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა.  სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გასულ წელსაც შეამცირა. აქამდე საქართველოს რკინიგზის პროგნოზი "სტაბილური" იყო.

საქართველოს რკინიგზა ტვირთბრუნვა ტვირთები

წინა სტატია

Bitfury trumpets blockchain land registry with Georgia at Harvard and UN
14 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

თედ ჯონასი სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა
15 ნოემბერი, 2017
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker