10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება

2017 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული იყო 1897 ელექტრონული აუქციონი. წლის განმავლობაში ქონების გაყიდვიდან შემოსავალმა 97 949 476 ლარი შეადგინა.  

გასულ წელს ყველაზე ძვირად სახელმწიფომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 75%-იანი წილი გაასხვისა. გარიგების ღირებულებამ 24 589 000 ლარი შეადგინა. ფოთის თიზ-ის ახალი მფლობელი კი ჩინურ CEFC-ია. კომპანიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების მიზნით, არანაკლებ 150 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.  

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტების ათეული შემდეგია:  

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი - 24 589 000 ლარი
  • სოფელ ბუკნარში მდებარე 90135.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი - 13 650 000 ლარი 
  • გაზსადენი მილები - 13 161 134 ლარი
  •  თბილისში ჭონქაძის N 21–ში მდებარე უძრავი ქონება (ყოფილი თოიძის შენობა) - 12 505 000 ლარი 
  • სანდრო ეულის ქუჩა N7-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 2 400 000 ლარი
  • თბილისში, რუსთაველის გამზირ N28-ში მდებარე ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2 310 000 ლარი
  • თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები -  1 960 000 ლარი
  • ტაბახმელაში  მდებარე  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (ნანგრევი) - 1 698 000 ლარი
  • თბილისში, ორხევის დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა ნაგებობები - 1 630 000 ლარი
  • თბილისში, კოსტავას ქუჩა N70-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ფართები - 1 483 000 ლარი
სახელმწიფო ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აუქციონი

წინა სტატია

EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციას დააფინანსებს
05 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა
05 იანვარი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker