ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი თბილისში რეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 906 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.2% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.8% - არასამეწარმეო სუბიექტი. იანვარში წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 0.9%-ით შემცირდა.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.3%-ით, გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.6.0%-ით შემცირდა.

არასამეწარმეო სუბიექტებს წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

იანვარში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 646 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 42.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 126 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 54.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 108 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 6 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 9 სააქციო საზოგადოება, 10 კოოპერატივი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2018 წლის იანვარში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

საჯარო რეესტრი სამეწარმეო სუბიექტები არასამეწარმეო სუბიექტები

წინა სტატია

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა
13 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

აეროპორტებში მგზავრთნაკადი იზრდება
13 მარტი, 2018
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker