ვალუტები, რომლებიც დოლარის მიმართ ყველაზე მეტად უფასურდება

ბოლო წლებში ამერიკული დოლარის მიმართ რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან ყველაზე მეტად თურქული ლირა გაუფასურდა. 2014 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 24 მაისამდე პერიოდში თურქულმა ლირამ დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 55%-მდე დაკარგა. G&T-ის ინფორმაციით, რომელიც Bloomberg-ის მონაცემებს ეყრდნობა, ამავე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 30%-ით გაუფასურდა.

სხვადასხვა ვალუტების კურსები 2014 წლიდან 2018 წლის მაისის ბოლომდე დოლარის მიმართ შემდეგნაირად შეიცვალა:

• ევრო - გაუფასურდა 10%-ზე მეტად
• სომხური დრამი - გაუფასურდა 15%-ზე მეტად
• მოლდოვური ლეი - გაუფასურდა გაუფასურდა 17%-ზე მეტად
• ქართული ლარი- გაუფასურდა 30%-ით
• რუსული რუბლი - გაუფასურდა 40%-ზე მეტად
• ყაზახური ტენგე - გაუფასურდა 42%-ზე მეტად
• ბელარუსული რუბლი - გაუფასურდა 45%-ზე მეტად
• უკრაინული გრინვა - გაუფასურდა 50%-ზე მეტად
• აზერბაიჯანული მანათი - გაუფასურდა 50%-ზე მეტად
• თურქული ლირა - გაუფასურდა 53%-ზე მეტად

რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინაში ფიქსირდება, სადაც 2017 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ 13% შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი სადაც ინფლაციის დონე 12%-მდეა. ყაზახეთში ინფლაცია 7%-მდეა, აზერბაიჯანში კი 8%-მდე.

ჩვენ გირჩევთ

შენი რეზიდენცია კრწანისში

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

შენი რეზიდენცია კრწანისში

შენი რეზიდენცია კრწანისში

ვალუტები დოლარი ევრო G&T

წინა სტატია

შეღავათების რეფორმა
28 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ქართული პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტი 164 პროცენტით გაიზარდა
28 მაისი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker