საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო საფეხურის  მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკში სტაჟირების გავლას შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მარკეტინგი (ბრენდინგი, PR, შიდა ბრენდინგი); მენეჯმენტი (HR -ადმინისტრირება, შერჩევა, ტრენინგები, შეფასება და განვითარება); ფინანსები (კორპორაციული რეპორტინგი, ბიუჯეტირება, ბიზნეს რეპორტინგი, ბილინგი, დებიტორებისა და კრედიტორების მართვა). 

პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კარიერული გეგმების განსაზღვრას, რაც წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილები. თავის მხრივ, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას შესაბამისი საკადრო რეზერვი. 

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით და ასევე, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

"ის, რაც საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს დავეხმაროთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, დავანახოთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას  შეცვალონ ან შექმნან რამე ღირებული თავიანთ სფეროში",- განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ხელაძემ.

ჩვენ გირჩევთ

TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე

მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე საქართველოშია

TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე

TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე

წინა სტატია

ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა
18 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს "ძვირად"
18 ივლისი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker