რატომ გაუარესდა ფინანსური სტაბილურობის ინდექსში საქართველოს პოზიცია

ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 88-ე ადგილზეა. ინდექსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ერთ-ერთი შემადგენელი ინდიკატორია. გასულ წელთან შედარებით, წელს საქართველოს პოზიცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ კი 25 პოზიციით. აღნიშნული ინდექსი 9 კრიტერიუმისგან შედგება. 

მათ შორისა ერთ-ერთი კრიტერიუმი ზომავს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას. ამ კრიტერიუმით საქართველო წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს. 99-ე ადგილზეა ქვეყანა ვენჩურული კაპიტალის კრიტერიუმით, გასულ წელს კი მეოთხმოცე ადგილზე იყო.

ბაზრის კაპიტალიზაციის კრიტერიუმით, საქართველოს 121-ე ადგილი უკავია. “სადაზღვევო პრემიების” კატეგორიაში კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს  - 122-ე ადგილი. მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებს ქვეყანა ე.წ. უმოქმედო სესხების კატეგორიაში, რომელიც ზომავს, თუ რა წილი უკავია მსგავს სესხებს, მთლიან სასესხო პორტეფლში. 

წლევანდელი რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა განახლებული მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა. ასე მაგალითად, წლევანდელ შეფასებაში აღარ არის “ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის” კრიერიუმი, რომელშიც გასულ წელს საქართველოს 92-ე ადგილი ეკავა. ასევე წლევანდელ კრიტერიუმებში აღარაა “კრედიტზე წვდომის” შეფასებაც, რომლითაც გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე იყო. 

WEF აღნიშნავს, რომ ფინანსური სისტემა მსოფლიოს არაერთ ეკონომიკაში კვლავ სუსტ მხარედ რჩება. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საფინანსო სექტორი კი ფინეთს, ჰონგ კონგს, შვეიცარიას, ლუქსემბურგსა და ნორვეგიას აქვთ, - ყველა მათგანის სარეიტინგო ქულა 100-დან 95-ს აღემატება.

ჩვენ გირჩევთ

ოლიგარქი კოსმოსიდან

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიაობის ინდექსში დაწინაურდა

ოლიგარქი კოსმოსიდან

ოლიგარქი კოსმოსიდან

წინა სტატია

Bidzina Ivanishvili’s Net Worth Reduced by $80 million in a Week
11 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა
17 ოქტომბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker