რომელმა ბანკმა რამდენი მოიგო იანვარ-სექტემბერში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა - 262 მლნ ლარი, რაც მთლიანად საბანკო სექტორის მოგების 44%-ია. „თიბისი ბანკის“ მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი.

მოგების სიდიდით მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, რომელმაც იანვარ-სექტემბერში 183 მლნ ლარის მოგება ნახა. მისი მოგება გასული წლის მოგებაზე 36%-ით ნაკლებია.

ჯამში, „თიბისი ბანკზე“ და „საქართველოს ბანკზე“ საბანკო სექტორის მოგების 74% მოდის.

მესამეზე „ლიბერთი ბანკია“ 36 მლნ ლარის მოგებით, ხოლო მეოთხეზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“ 28 მლნ ლარით.

ზარალი მხოლოდ „სილქ როუდ ბანკმა“ ნახა, 1 მლნ ლარის.

ჩვენ გირჩევთ

ოჯახის ღვინო

ოქროს მომპოვებლები

ოჯახის ღვინო

ოჯახის ღვინო

წინა სტატია

Евросоюз оценивает процесс исполнения обязательств, взявших на себя Грузией
15 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა
16 ნოემბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker