ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა

2018 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 136.5 მლნ ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მონაცემს 17 მლნ ლარით, ხოლო 2014 წლის მონაცემს კი 71.6 მლნ ლარით აღემატება. 

სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2018 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა: 

  • სათამაშო აპარატებიდან - 75 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 6.7 მლნ ლარი 
  • წამახალისებელი გათამაშებიდან - 5 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 2.7 მლნ ლარი 
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 13.2 მლნ ლარი (2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით ნაკლები) 
  • სამორინეს მაგიდიდან - 41.3 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 12.5 მლნ ლარი 

სათამაშო ბიზნესის  მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა ბოლო 5 წელში შემდეგნაირი იყო: 

  • 2018 -136.5 მლნ ლარი 
  • 2017 – 119.5 მლნ ლარი 
  • 2016 – 73.3 მლნ ლარი 
  • 2015 – 68.9 მლნ ლარი 
  • 2014 – 64.9 მლნ ლარი 

მოსაკრებლის მატება საქართველოში ახალი კაზინოების გახსნას უკავშირდება. 2018 წელს ბათუმში 10 კაზინო მოქმედებდა, უახლოეს 5 წელსი კი კიდევ 5-ის გახსნაა დაგეგმილი. 2013-2016 წლებში ბათუმის კაზინოებში ვიზიტორების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა და 680 000 შეადგინა. აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა

სატვირთო მანქანები აპლიკაციის სიჩქარით

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა

წინა სტატია

დომინოს ეფექტი
25 February, 2019

შემდეგი სტატია

Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი
25 February, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker