Microsoft ტრილიონი დოლარის ღირებულების კომპანიებს უერთდება

Microsoft მესამე ამერიკული კომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის აქციების ფასი გაიზარდა. შედეგად, Microsoft შეუერთდა Apple-ისა და Amazon-ის ჯგუფს. 

გასულ წელს, Apple პირველი კერძო კომპანია გახდა, რომლის ღირებულებამაც ტრილიონი დოლარი შეადგინა. 

ხუთშაბათს, Microsoft-ის აქციების ფასი 130 დოლარი იყო - 4%-ით მეტი წინა დღის მაჩვენებელზე. კომპანია დღეს 124 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, მისი წლიური მოგება კი 14 მილიარდ დოლარზე მეტია. 

Microsoft 1975 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში, მისი დამფუძნებელი ბილ გეითსი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებდა, მანამ სანამ მას ჯეფ ბეზოსი ჩაანაცვლებდა. 

გუშინდელი სავაჭრო დღე წარმატებული აღმოჩნდა სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც. ჯამში, Facebook-სა და Microsoft-ის მფლობელი 27 მილიარდერის ქონება $7.4 მილიარდით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტად კი მარკ ცუკერბერგის ქონება გაიზარდა - ერთ დღეში 3.9 მილიარდი დოლარით.

ჩვენ გირჩევთ

რატომ შემცირდა იმპორტი

თავიდან დაწყება

რატომ შემცირდა იმპორტი

რატომ შემცირდა იმპორტი

წინა სტატია

TBC: Заканчивается период сильного доллара США
25 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

მწვანე ენერგიის მომავალი
29 აპრილი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker