არგუმენტები ლარის სასარგებლოდ - TBC ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდება

საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ TBC ეკონომიკურ მიმოხილვაში წერს და რამდენიმე არგუმენტს ასახელებს.
როგორც ბანკში აღნიშნავენ, ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით ზედმეტად გაუფასურებული იყო. 

„პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი (რუსეთიდან) შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს.                         

საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება“, - განმარტავენ TBC-ში. 

მათივე ინფორმაციით,  რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. 

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, - რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა TBC შეფასებით, რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის დონე შემცირდა

ყველაზე ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები თბილისში

ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის დონე შემცირდა

ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის დონე შემცირდა

წინა სტატია

Limanlarda taşınmış mal oranının artışı tespit edildi
05 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

В портах зафиксировано увеличение грузооборота
05 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker