EBRD თიბისი ბანკზე განცხადებას ავრცელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. EBRD-ში იმედოვნებენ, რომ ბანკის დამფუძნებლების მიმართ დაწყებული გამოძიება გამჭვირვალედ და დროულად წარიმართება და მას ბანკის ფუნქციონირებაზე გავლენა არ ექნება.

ამასთან, EBRD გამოხატავს მხარდაჭერას თიბისი ბანკის ჯგუფის მიმართ. შეგახსენებთ, რომ EBRD თიბისი-ს ერთ-ერთი ინვესტორია.

"თიბისი ბანკი სოლიდური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ძლიერი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო ჰყავს. ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდოამრის და მისი მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოს ამ ეტაპზე დატოვების შესახებ, რათა ფოკუსირება მოხდეს მიმდინარე გამოძიებაზე. ჩვენ ასევე მივესალმებით ბორდის გაძლიერებას ახალი თავმჯდომარით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. როგორც ბანკში განმარტავენ, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

“სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ჩვენ გირჩევთ

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

ბრიტანეთის საელჩო: ვაკვირდებით TBC ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

წინა სტატია

ივნისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა
25 July, 2019

შემდეგი სტატია

Euronews and Silknet sign an MOU to launch “Euronews Georgia”
25 July, 2019
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker